среда, 18 января 2012 г.



კალანდა, ჩიჩილაკი და გურია
    კალანდისთვის მზადებას გურული კაცი თურმე 40 დღით ადრე იწყებდა. პირველ რიგში, საკალანდო ღორს და მამალს სასუქში ჩასვამდნენ, დაკვლამდე კარგად რომ გასუქებულიყო. მთელი რიგი სამზადისისა უკვე 13 იანვრის, ანუ ცხემლის ჭრის საღამოს იწყებოდა, როცა ოჯახიდან მამაკაცები ტყეში ცხემლის საჭრელად წავიდოდნენ, კალანდა ღამეს ღუმელები და ბუხრები აუცილებლად მისი შეშით უნდა ანთებულიყო და გამთბარიყო, რათა მთელი წლის განმავლობაში კერიას სითბო და ჩაუქრობელი ნაკვერჩხალი დაბედებოდა. მთავარი რიტუალი უკვე გამთენიისას იწყებოდა, როცა ოჯახის უფროსი ხის გობზე ჩიჩილაკს, ღორის თავს, ნაზუქებს და ტკბილეულს დაალაგებდა და სახლს და ბეღელს სამჯერ შემოუვლიდა შეძახილით: ,,რა მოგაქვს, რა მოგაქვსო? '' მერე სამჯერ კარზე დააკუნებდა, საიდანაც დიასახლისი გამოსძახებდა: ,,სიუხვე და ბედნიერება შემოგეტანოსო'' და გამზადებულ სუფრას, სხვა წევრებთან ერთად, შემოუსხდებოდნენ. მკაცრად შეშავებული იყო მეკვლის ინსტიტუტიც. ოჯახი, ვისაც მეკვლედ შეასახელებდა კალანდობის მეორე დღეს, 15-ში აუცილებლად ის უნდა მისულიყო პირველი მათთან და შემდგომი ყველა სიკეთე, ხვავი და ბარაქა მისი ფეხის დამსახურებად ითვლებოდა.
ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდების მცველი, მანანა ლომაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი დღესასწაულის ძველი ტრადიციები და კულტურა დღემდე მოტანილი და დაცულია: კალანდა, რომაული სიტყვაა და თვის დასაწყისს ნიშნავს. გურიაში საიდან დღესასწაულობენ კალანდობას ძნელი დასადგენია. მასთან რამდენიმე საინტერესო რიტუალია დაკავშირებული, რომელიც დღემდე დაცული და მოტანილია. ჩიჩილაკსაც გურული კაცი ყოველთვის ყიდულობს და ადრიდანვე იჭერს თადარიგს მნიშვნელოვანი საერო დღესასწაულის ღირსეულად შესახვედრად.
    გურულებს სხვა საინტერესო  საშობაო რიტუალიც ჰქონდათ . იგი დღემდეა შემორჩენილი მუცლის სალოცავებისა და  საშობაო ღვეზლების დაცხობააღვეზლებს ადრე კეცებზე აცხობდნენ   ,, ... მუცლის სალოცავი პატარ-პატარა კოკრებია ყველით გატენილი და შუაზე ერთი გამხმარი კვერცხია დატანებული, ყველა ერთი ზომისა და ღირსებისაა. ღირსება  ყველისა და კვერცხის მეტნაკლებობაშია და თითოეულ სულზე თითო ცხვება. ღვეზელი სამკუთხედია, ამასაც სათითაოდ აცხობენ, მაგრამ ის არაა ერთი ზომის. აცხობენ საუფროსოს და საუმცროსოს, ზოგს თითო 4-5 კვერცხს ,,მიურთავდნენ”, განსაკუთრების გამოაცხობდნენ აგრეთვე სასტუმრო და მეალილოეს საჩუქარ ღვეზელს.” - აპოლონ წულაძე (,,ეთნოგრაფიული გურია")